დილემა


ჩემი ცხოვრება არის დილემა,
მითხართ,რა უნდა ვაკეთო?
გავაგრძელო ესრე გოდება,
ან თუ ცხოვრება განვაგრძო?

ავირჩიო სიჩუმე,სიმშვიდე,
უდარდელობა,ლაღობა;
თუ ავირჩიო სიმწარე,
გულის ტკენა და წვალება?

ალბათ მეტყვით:„სიმშვიდე!”
„რათ გვინდა ეს მითქმა-მოთქმა?”
მაგრამ არ არსებობს სიჩუმე…
დღე-ღამ ისმის ჩემი მოთქმა.

მე ვარ ძალზედ ქაოსური,
ვერ ვერგები სიმშვიდეს.
მირჩევნია ვიყო კრული,
რადგან სევდა მიბირებს.

შუაზე ვარ გაპობილი,
ვერა ვპოვებ გზას;
ერთი არის-სიყვარული,
მეორე კი-ზღვა.

ზღვა კი არის უსასრულო,
წმინდა და ლაჟვარდი;
თუმცა მას ჰგავს სიყვარული,
სპეტაკი და ფაქიზი.

ორივე ჰგავს ედემის ბაღს,
ორივე არს სამოთხე;
რად ატარებს გული დაღს
თუ ეს არის საუფლო.

როცა ვპოვებ პასუხს,
ისადგურებს შვება;
განვშორდები წარსულს
და დავიწყებ ლხენას.

მაშ რაღა ვთქვა,მეგობრებო,
დილემას ვერ მოვერიე;
თქვენ მითხარით,ვარსკვლავებო,
მასას როგორ შევერიო…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი