ნუ გამიწყრები,დედავ


ნუ გამიწყრები,დედავ,
რომ აღარა ვარ ლაღი.
ნუ გააგრძელებ ღელვას,
მე აღარა ვარ ბარტყი.

ნუ გამიწყრები,დედავ,
რომ ასე გავჯიუტდი;
ნუ შეგერევა სევდა,
რომ ასე გაგიმრუდდი.

ნუ გამიწყრები დედავ,
არ გიზიარებ ნაღველს;
ვიცი,რომ ეს გოდება
დაგატყობს ნაიარევს.

ნუ გამიწყრები,დედავ,
რომ აღარ გიკრავ გულში
და არ გეწყინოს,რომ
არ გიყვები თუ რა მაქვს სულში.

ნუ გამიწყრები დედავ,
რომ ასე ჩავირაზე;
ესრ მოიტანა ბედმა…
მე აღარ ვაღებ კარებს.

ნუ გამიწყრები დედავ,
რომ აღარ გეფერები;
მე ავი ელდა მეცა,
არავის ვეკარები.

ნუ გამიწყრები დედავ,
რომ გაგიფრინდა შვილი;
მე დამიბნელდა ხედვა,
მაგრამ ფრთებს მაინც ვშლი.

ნუ გამიწყრები დედავ,
ჩემ გამო ამდენს დარდობ;
მაგრამ იცოდე,დედავ,
მხოლოდ შენ მიყვარხარ,კარგო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი