ვარდი


ბალახი ბიბინებს,მზე სხივებს სტყორცნის,
მაგრამ ჩემს გულში ისევ წვიმაა.
რა ვქნა,თუ ისევ ჟამია ტრფობის
და მიღალატა ჩვილურმა იმედმა.

გაზაფხულია,ყვავილთა ლხენა,
ვარდს კი ამაოდ დააგვიანდა;
„რად აღარ გინდათ ჩიტებო ფრენა?”-
ჩვენ დედოფალი დაგვიღვლიანდა.

ვარდი კი იშლება,მაგრამ არ ლაღობს:
„რად გადაწყვიტა მზემ დაბნელება?”
რაც უფრო ადრე ყვავილო ხარობს,
მით უფრო ადრე ყვავილი ჭკნება.

უსაშველოა აწ მისი დარდი,
გამქრალა მისი იმედი;
სადღაა ძველი ედემის ბაღი
და სიყვარულის ღიღინი.

და სანამ გული ფეთქავს-
ეს ლექსები დაიწერება;
სანამ ზვირთ ტალღები ხეთქავს-
ეს სიტყვები არ დაილევა.

მაგრამ გული ხომ ოდეს ჩერდება,
და ბოლოს აღარ გაისმის ძგერა;
მაშ დაე,გაჩერდეს აწ ეს ვედრება
და არ გაისმას ნორჩ ვარდის ბგერა.

ბალახი ბიბინებს,მზე სხივებს სტყორცნის,
მაგრამ ჩემს გულში ისევ წვიმაა
და როცა ვარდი აღარ ილოცებს,
მაშინ ისუფევს მშვიდობა წმინდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი