გამოიდარა


დღეს ცაზე მზე ამოდის,
დარდმა გამოიდარა;
წვიმაც კი აღარ მოდის,
ღრუბლებმა შეიფარა.

მე ძალმიძლს მხოლოდ წერა
და შენზე ფიქრი,კარგო;
ავია ბედისწერა,
როდესაც აღარ მართობ.

ყველა შენ დააჩრდილე,
ვაჟებს მე აღარ ვნატრობ;
მხოლოდ შენ გაგიფრთხილდე,
ესღაა,რაც მე მმართებს.

რათ მინდა სხვისი ალერსი,
როდესაც შენი არ არის?
ჯანდაბას გულსა გალესილს,
და აწ შერწყმასა მთა-ბარის.

მე არ გიწყრები,მერწმუნე,
არადა ძალზედ მინდა;
მე-სიყვარულის მორწმუნეს
აღარაფერი მფლიდდა.

არც შენი ტრფობა მინდა,
აღარც დავატან ძალას;
ალბათ ეს არის ბედი-
მე არაფერი ძალმიძს.

დაე,მივენდოთ ქარსა,
ეგება გამეღვიძოს;
აწი ვუყუროთ დარდსა,
იქნებ-და გაიხიზნოს.

მაგრამ რათ მინდა ცქერა?
მე დავიშლები ფიფქებად;
აღარ გაისმის ბგერა,
აწი წყალზე ვიტივტივებ.

გავქრები,ვით მოჩვენება,
დარჩეს მხოლოდღა აჩრდილი;
ვიყო მისი მოგონება
და მანდილი მარადისი.

ვიყო მხოლოდღა დილემა:
„რატომ გაუჩინარდა?”;
თან დაჰყვეს ხმა იდუმალი:
„რად არ გამოიდარა?…”
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი