გაზაფხული


გაზაფხულია,მზემ შეიჭყიტა,
მაგრამ ქარი ჰქრის მოუსვენარი;
ამინდი მე მგავს,ქაოსურია,
ხასიათები გარდამავალი.

ჩემი მუზა-სიყვარული წმინდა,
სხვა არაფრისი არ ვარ დამწერი;
მაგრამ არა ჩანს ვარსკვლავი ციდან…
ელოდება მას მისი აღმწერი.

ასე მგონია,რომ დავიღუპე,
ვეღარ შევიგრძნობ ვნებებს ქარისა;
როდესაც ცრემლები დავიგუბე,
შემაშრა მხოლოდ განთიადისას.

მე ველოდები,როდის დაიწყება,
სიყვრულის დღესასწაული;
მაგრამ რამდენჯერაც არ გათენდება,
გრძელდება მხოლოდ ეს გულის წყლული.

დეზდემონა,ჯულიეტა,ოფელია,
სამი ერთში გახლავართ ქალწული;
რამდენი ღვინის ჭიქა დაილია…
ფრინველი გახლავართ გარეული.

ფრთამოტეხილი,გულგატეხილი,
მაგრამ მაინც გრძნობებით სავსე;
მე ხომ ვერონა ვარ-გაუტეხელი,
ნატკენს მოვიშუშავ ახლავე,გწამდეთ!

რაც გინდა მოხდეს,მე წამოვდგები,
გულში მე დამაქ ღვთის მიერ მრწამსი;
ხორცით რომ მოვკვდე,მაინც აღვდგები,
ჩემი სული არს ყველაფრის არსი!

გაზაფხულია,მზემ შეიჭყიტა,
ვერონა გახლავთ მოუსვენერი;
რამდენჯერაც არ გამოვიფიტე,
გათენდა დილა-მშვიდი და წყნარი…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი