სიცოცხლის წყალი


ყველას გვწყუროდა სიცოცხლის წყალი,
მაგრამ სიკვდილმა დაისადგურა;
ახლა კი ამბობენ:„ვაიმე,საწყალი…”-
ახალგაზრდა წარიღო სადგურმა.

კაცი ცელით გახლდათ ადამის ხელი,
რომლითაც გადისვა დანა კისერზე;
რამდენჯერ გაეშრო ყმაწვილსა ყელი,
როდესაც ითხოვდა მხოლოდ სიკეთეს.

მაგრამ რას უშველის ესრე ყვირილი,
როდესაც ბრბო არის ჩვენსა გარშემო;
ყოველი ყმაწვილი არის ყვავილი,
რომლის სასუქი არის ეს გარემო…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი