ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი…


ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი,
ვფიქრობ ეს არის გამოსალმება;
მე ისევ დავრჩი სევდიანი,ურჩი,
რადგან ცხოვრება არის წამება.

ველი ნათელი დილის გათენებას,
დღეს კვირა არის,ხვალ ორშაბათი;
ნუ ცდილობ ცხოვრების გაელფერებას,
ის საწამლავია,არა შარბათი.

ცის ვარსკვლავს ვატან ამ გულის დარდებს,
ჩემი ოცნება ვიცი ასრულდება;
კამარა მომიტანს აისებს,დარებს
და ეს ტრაგედია,ვიცი,აღსრულდება!

ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი,
განთიადი კი გავარდისფერდა;
სამყარო აღარ არის ყრუ-მუნჯი,
დაიწყეს ვარდებმა ხარება ფერდად!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი