აჩრდილი


ღამის ქალაქი ჩემს წინ რომ იშლება
მეფინება მემუართა სხივი;
ყოველი სულდგმულის იერი იშლება
და თან დამყვება უცხო აჩრდილი.

ეს სილუეტი დამსდევს სიზმრებშიც,
უხმოდ მიყურებს,თვალს არ მაცილებს;
სიტყვას არ ამბობს,მაგრამ დუმილშიც
მზერით თითქოს რაღაცას მანიშნებს.

ძალზედ მორცხვია,სახესა ჰფარავს,
ასე მგონია შიშმა შეიპყრო;
თითქოს მწყემსის ხელში არის ფარა,
რომელსაც იგი ვერ იმორჩილებს.

ვერ იმორჩილებს გრძნობების ღელვას,
შეუნელებელი ალი გიზგიზებს;
მისი გული კი ძლიერ რომ ფეთქავს,
თვალები სხვა ბრწყიბვალებას ითვისებს.

წინ მიიწევა,საუბარს ცდილობს,
მაგრამ ვერ ამბობს რაც მას სწადია;
თვითონ მანდილიც ეჭვითა ფიქრობს:
„ეს სიზმარია,თუ კი ცხადია?”

როს ვიღვიძებ საკვირველ გრნობითა,
ვკითხულობ:„ვინ იყო,რად მომევლინა?”
ყოველ დღე გადის მასზე ფიქრითა,
ნუთუ ნამდვილად არსებობს ეს ვინმე?..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი