ბოლო


ვფიქრობდი მხოლოდ შენზე,
როდესაც ვჯდებოდი უკან,
ვფიქრობდი ჩემებურ ღმერთზე,
თავს,რომ მახსენებდა მუდამ.
წვიმა მოდიოდა მარტად,
გაზაფხულს ეტრფოდა ჟამი,
ყვავილებს ვიხდიდი სახლად,
შენ,რომ მიმანებე თავი.

თუ კი მივდიოდი ბოლო,
შენზე ფიქრის იყო წუთი,
როცა სიგარეტი ბოლავს,
როცა ზუზუნია ყურში,
მაშინ მარში არის თავში,
ქაოსი ძვლებიდან ჟონავს,
შტორმში,ტალღებს მიჰყვა ნავი,
ნავი,იმედივით მოკვდა.

გზას თუ მივყვებოდი კენტი,
მუდამ შენკენ იყო თვალი,
მაშინ შემეშალა ხელი,
მაშინ ამერია კვალი.
ქიმზე წამოიჭრა სხივი,
კარი შემოაღო მზემაც,
მთებში აისია ცივი,
გულში - მისიერი აღმაფრენა.

მთვარე შეერია ღრუბლებს,
ირგვლივ ბინდი არის ბოლოს,
სახლში ისევ ვეძებ ფურცლებს,
ლექსის წერა მინდა მხოლოდ.
ღამე ფიქრებში ვარ მუდამ,
შენზე აზრები მეალერსება,
ალბათ კვლავ დავრჩები უკან,
წინ სვლა ჯერ მე არ მეღირსება.


ყველან წინ,
და მე უკან ბოლო ვარ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი