მარტოსული


ამბობენ ლექსის დაწერას , მუზები უნდაო,
მე მუზები არასდროს მყოლია, მხოლოდ ერთი მუზა მყავდა.
სახელად ერქვა ცხოვრება, რომელიც მუდამ მემახსოვრება,

მინდა დავწერო გრძნობა აღვწერო, მაგრამ არ ვიცი დავიწყო რითი
მე გული მტკივა, ვკანკალებ მცივა შენ კი მიდიხარ ჩემთან არ რჩები.
ტანს გეტმასნება ჩემი ფიქრები, როგორც ზაფხულის წვიმის წვეთები,
თითქოს კივიან შენთან ვერ ვრჩები, შენკი გარბიხარ არ მიჩერდები.

ცრემლი როცა მე მომასკდა თვალებში, შენი გული დავინახე შავ ფერში,
მე გავყევი, ვიწრობილიკს წვიმაში, შენ მომსდევდი ქოლგით ხელში მზიანში.
შენი სახე მელანდება ჭიშკარში, ხელი როცა შეგიცურე შიგ თმაში,
გავახვიე ესცხოვრება ცხვრის ტყავში, გული მეწვის და თან ვღელავ შვიდ ხმაში.

მე მონატრების ჩუმ ჯურღმულებში გადავიბარგე,
განთიადისას სხეულს ვერ ათბობს ეს მზის სინათლე.
თავზარდამცემი სიჩუმისთის შევავსე თასი,
მე მონატრების ჯოჯოხეთში დავიდგი ტახტი.

მოდი დამნაცრე ელვამ ამ ჩემს წამს, მეცეკვე მთელს ტანზე თამამად უხეშად,
როგორ ვერ ვსწავლობ სიცხადის სიზმრისგან გარჩევას.
კვდება ჩემი გული, შრებოდა შრება სული,
და ისევ ისეთივე ვხდები მარტოსული.
1 კომენტარი
Giush Sikharulidzeსაკუთარი დემონების მსხვერპლი ვარ და მძულს თავი1 წუთის წინ

ძაან კარგი ნაწერია, თითქოს მე ვწერდი ამ ლექსს

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი