ჩემი გოგო ემიგრანტია


აი შეხედე , რა ლამაზია ქარიშხლიანი ზეცა,
როგორ წააგავს ის ჩვენს ცხოვრებას და გასავლელ გზას.
ქარები ქრიან ჩურჩულით , შენ კი მოდიხარ სველ გზას,
მე გული მტკივა წყეული, რო ვერ გინათებ ბნელ გზას.

მთელი ცხოვრება გეძებდი ეხლა კი გხედავ მე ქალს,
გული სითბოთი მევსება შენ კი მიაპობ სველ ქარს.
ფანჯარა ჩუმად შევაღე მინდოდა ჩურჩულით მეთქვა,
ამოდი გამოიდარებს , მერეკი წახვალ შენს გზას.

თითქოს დაბნელდა თვალებში , ეს იყო სადღაც ათენში,
მე დავინახე სარკმელში , ქართველი ქალი შავ თმებში.
ის მიყურებდა სახეში მე ვეხვეოდი ქარცეცხლში,
როცა მის ბაგეს წასცდა , რას მიყურებო ამ დღეში.

ჩემი კარები გასკდა , სახით მივანგრევ პადიეზდს,
კიბეები მაქვს სავლელი ქარში, სუსხში და შავბნელში.
უცებ გამისკდა წარბები, ცხვირიდან სისხლიც წამსკდა,
კედელს ვუთხარი რას შვები , პასუხი არავინ გამსცა.

ეს ჩემი გული შავბნელი, თითქოს ნათელი გახდა,
ნატალი იყო სახელი, ქართველი ქალის შავ თმებში.
რამდენი მქონდა სათქმელი მე შემიყვარდა ქართველი,
ერთი ნახვით და სახელით ვერ გავხდი მისი მნახველი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი