არასოდეს წავალ შენგან


შენი გულის ფეთქვისას ჩემი სულის რიტმი ხარ,
შენი მზერის სიღრმეში ვერ გელევი ფიქრებში.
გრძნობის კარი ეული სუ მთლად გადარეული,
შენზე გახელებული და შენით გაშტერებული.

გრძნობები მაქვს ეული ფეთქავს გული სნეული,
არომატი წყეული მონატრება სხეულის.
ტუჩები მაქვს გრძნეულის სახე კიდ ველურის
გარიჟრაჟი ეული კაცი გადარეული.

მე მომაწვა ფიქრები რომ სულ შენთან ვიქნები,
ოთხ ფიცარში ვიწვები თუ გემის კიჩოს ვიდგები.
არ გაგიშვებ გიწამე , შენი გულით მიწამლე,
გამოჩნდი და გამიღიმე გულში გამიელვარე.

ვიცი ფიქრობ არ დავრჩები , უცებ სადღაც შორს გავჩნდები,
ჩაფიქრებულს ვერ გავცდები შენს სულის თქმას ვერ ჩავწვდები.
შენს სხეულთან არ დავრჩები , შენი მზერით არ დავტკბები
შენი ქმარი არ გავხდები ანდა სულააც მთლად წავხტები.

უდარდელავ ქალი ხარ და არ შეგშვენი დარდები,
მე რომ შენს სულს ჩავწვდები , შენს სხეულთანც დავწვები.
პირობას გაძლევ აგერ საქვეყნოდ შენი მზერით დავტკბები
შენი ქმარი გავხდები და არასდროს წავხტები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი