მეორე სანაპიროზე


გაღმა, მეორე სანაპიროზე,
თითქმის უფერო
ჩრდილივით ჩანხარ...
უსულო,
უგულო,
მუნჯ ძეგლს ჰგავხარ...
მოგონებაღა ხარ...
...მე 
აქეთ,
გამოღმა სანაპიროდან,
ვუცქერ ალბატროსების წასვლას...
ვუცქერ თეთრი ფრთების
აისის ცაში
იალქნებივით გაშლას...
...ვნატრობ
ყველაფერ
წარმავალს...


26 მარტი, 2024წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი