ჩემი სიგარეტი II


[act 1: მეეზოვე]

ჩემი ეზო 
თოვლის კუბოს ჰგავს...
ცხედრებივით გაყინულ, 
ცხედრებივით უფერო,
ცხედრებივით დასუსტებულ
ფოთლებს
მიწიდან ვკრეფ...
...მერე მიწაზევე ვდებ,
ისე, რომ მოხაზულობით ვკრავ შენს სახელს,
და ღია ხმოვნებს...

[act 2: in denial]

შენი წვრილი თითები
წვერებით ერთმანეთს ეხებიან,
უსასრულო, უძირო ორმოს ქმნიან,
სადაც ის თეთრი ვარდი
ბრუნავს...
ვერ ისვენებს,
ბრუნავს,
ეკლებს გულის კელდებზე
შიგნიდან, ნაზად ურტყამს.

[act 3: 6:00AM, რკინიგზის სადგური ცარიელია]

თითქოს,
სადღაც გავრბივარ.
არა, არა, უბრალოდ,
გარეთ გავდივარ,
და ეს ჰაერი მგუდავს.
...მატარებელი მოდის,
მოიწევს, თან, მწეველივით,
მძიმედ სუნთქავს.
აჰა, მოვიდა,
პლატფორმაზე დადგა კიდეც.
- მაინც, სად გინდა წასვლა? - ვაგონის ღია კართან, უფეხო, უტანო ბიუსტივით ვდგავარ, კონტროლიორივით ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას.
- არ ვიცი. - ვბურტყუნებ და სარკმელში ვამჩნევ, რომ ტუჩები ფინიკივით გამომიშრა.
შენ მახსენდები - უჩემოდ,
და ჩემი თავი - უშენოდ.
ან, უფრო მარტივად, 
უფრო ადამიანურად რომ აგიხსნა,
ერთმანერთი - უერთმანერთოდ.

[act 4: outdoor suicide]

- ჩემო ყვავილო, ხმები? - კითხვას სვამს, იცის, რომ პასუხს ვერ მიიღებს, დაუძლურებულ, მოძრაობას მონატრებულ, წვრილ, მწვანე ტანზე ნაზად ახვევს მის წითურ თმებს.
- ხეებო, თქვენ ხომ მაინც, არ გახმებით? - გულით ამბობს...
მაგრამ, განა მე მესმის?
ალბათ, უბრალოდ, მე არ მესმის...
მე ვაზი ვარ,
ხისავე ღობეზე ვწვები.
მერე მასვე ვახმები...
...თოვლის კუბოში ვწვები...

- გაიღვიძე-


Fin.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი