სადაც არავინ


სადაც არავინ არასდროს ტირის,
სადაც არავინ არავის არ კლავს,
სადაც არავის არავინ არ სძულს,
სადაც არავინ არავის არ ჰგავს...
მძინარე ზღვათა დაღლილ ქარაფებს,
ეხეთქებიან წვიმის წვეთები,
დაამხოს ზეცამ კაცთა სიავე,
და სიბოროტის ღრმა ნახეთქები...
ქარია გარეთ, და ამტვრევს ყლორტებს,
ვეება მთის და ნაპირის პირას,
ახლა არავინ აღარ აშორებს,
ახლა არავინ აღარ იზიდავს...
მივდივარ კვალში და ამ გზას ვწყევლი,
გარეთ კი ქარი, კვლავ ამტვრევს ვერხვებს,
ამ უცნაურად ნაშენებ კოშკში,
ჩემს გარდა დღემდე ვერავინ ვერ ძლებს...
და სადაც არვინ არასდროს ტირის,
და სადაც არვინ არავის არ კლავს,
სადაც არავის არავინ არ სძულს,
სადაც არავინ არავის არ ჰგავს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი