ვერ გაიგებენ


ვერ გაიგებენ, თვალებში კი ჩანს...
კითხვები, რაღაც უცნაურ ადგილს,
ეძებენ ისევ, თუმც არ იციან,
არ ამქვეყნიურ ბრძოლით გადაღლილს,
არ მსურს... საუბარს კვლავ გავურბივარ,
ჩემია სიტყვა, სურვილი, ნება,
და მე რაც ვნახე, ცხადში, ის სიზმრად
სხვამ რომ იხილოს გარდაიცვლება...
არ ვჩივი, ფიქრიც არაფერს მიშლის,
მდაბალთა ხმები ზოგჯერ მაღონებს,
და გალეშილი სიცოცხლის ჟინით,
ვკითხულობ ფედკას და ვუსმენ შოპენს...
1 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer1 კვირის წინ

მშვენიერია👏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი