პრელუდიური დღიური


ისმის პერიოდები და მომენტის არია
რაა წუთისოფელი ვინც ცხოვრება არია
რარიგ სასწაულია ან რომელი დარია
დილით თუ ღამეებში იგი უჩინარია 
მოველ მოველ მოველი მე მოვედი გენია
უფრო დიდი პოეტი ვიდრე ბეთჰოვენია
საით განთიადების მესმის ხმაურიანი
აქ ხომ უდაბურია ზღვები ავ გულიანი
როგორ მესმის სამება და მისივე მოტივი
როგორც სინათლეების ყოფა უფრო მარტივი
აქ ხომ რევოლვერია და გვიანი ბედები
ცვენა სამოთხეების მე რომ იქ დავბერდები
ასეა იქ გაყოფა ცოდნის შეგრძნებებისგან
ისტორიის ნაყოფთა შვილი მოგონებისგან
ჩეხილი ბაგეებით ტირის არისტოკრატი
ჯვარზე ცვრით გაკრულია მისი ცრემლი მონაკრთი
ქალაქია ქალების თავის თვალებიანად
რა ნაზია ფაქიზი ხმა მის დარებიანად
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი