უსიერება


ციება სივრცის მიება დაფნებს 
ეს მოასწავებს სილიან დღეებს
რძიან ღამეებს და ცივ ზამბახებს
მზიან კორპუსის გრძელ სამოთხეებს

პრინცი ქარების ნავებით მმოსავს
და შორ მიმოზას აუდაბნოებს
ვით ანგელოზთა ფრთით ლაკრიმოსას
ქვესკნელისაგან ათავისუფლებს

ცეცხლის ხატებავ თეთრო ლუციფერ
მე მემკო მძივად ცრემლის ატანა
ქრიზანთემებით ჯვარცმებს მოვიფენ
რომ სიზმარიდან გაჰქრეს სატანა

რად დამეფითრა ქვების საბანი
ბნელ ტყის მრავალი საუცხოება
წყალში ეს გული დასაკარგავი
მას აქვს სინათლის სარწმუნოება

მაგრამ აიჭრა წვა ლანდთა სვეტის
ზღვის მანტიებით არწევენ აკვნებს
სულს იქ მიკაწრავს ბრჭყალი ცერბერის
ვინც საუკუნო კვდომას მღაღადებს

უსიერებას წუთისოფელი
მკრთალი ზარებით დამისერავდა
ვინ იყო ეს თუ მეფისტოფელი
ვით სული ჩემი კუბოდ მელანდა


და ისევ ისმის გალობა მიწის
ციება სივრცის მიება დაფნებს
ეს საიდუმლო მხოლოდ მან იცის
ვინც სამუდამოდ მზეს უდარაჯებს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი