...მივყვები ქუჩას


მივყვები ქუჩას, ფიქრების სპირალს,
პოეტურ ვნებას ჩემთვის უპრიანს,
ნი, ალესილ მთებს, ვით შუბისპირებს,
შემკრთალი ზეცა ტყვედ შეუპყრიათ.

აქვე მთვლემარე გორისციხეა
და ნაცნობია ყოველი სახლი,
წუთები ჩემთვის თითქოს წიხლია,
ვუძლებ და ცხელ შუბლს ამ ყოფას ვახლი.

გამახსენდები ასე უბრალოდ,
მტკივდება მკერდზე, რაც იარაა,
მომნატრებია ნი, საუბარი
და ხმის გამცემი კაცი არაა

ვრჩები ქუჩაში ეულად მდგარი,
დრომ ვერ შემცვალა, ისევ ისა ვარ,
ვერ დავიშალე წანწალი გარეთ,
ქუჩა ხომ მაინც პოეტისაა.

აქ ჩვენ არავინ არ ვართ მართლები,
უშიშრად ველით სიკვდილს ვნებიანს,
შორს ჰორიზონტთან, ვით წარმართები,
ღრუბლები ისევ იკრიბებიან.

მე მაინც ძველთა ვარ ნათესავი,
წარსული მოსჩანს, როგორც მზის სხივი,
ცა ფერდს იტკიებს ნი, ქრისტესავით
და მოდის წვიმა... მძიმე... სისხლივით...

დანტე დარდიანი      20/09/2023
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი