მე მიყვარს ჩემი სამშობლო,


მე მიყვარს ჩემი სამშობლო, 
ქედნების ფრთებით ნახატი,
კლდეში რომ ხევი იწყება ,
მყინვარის გამონახადი.
მიყვარს მორევად მდინარის,
წარსულის სიბრძნის დინებად,
სიმღერაზე ვგრძნობ ვინ არის
ავის დამთმენი ღირსებად.
ბებერი სვიის ამკრეფი,
დარაჯი კერის ნაკვერჩხლის,
მომხდურზე ხმალის ამლესი,
ვცნობ სიბრძნოთ წვერებდავერცხლილს.
სტუმრისთვის გულის ბეღლებად,
სავსე რომ არის პატივით,
თვალი აისით ვერ ძღება,
სული ამაყი არწივით.
წაწლებად წვანან ხევები,
მყინვარის გულ-მკერდს ჩაკვრიან,
ლაჟვარდსაზიდულ ხელებით
მთებიოს შუბლები გაკვრიათ.
ლექსების ცრემლად იღვრება,
ნაკადულების რაკ-რაკი,
როცა მზე შუბლზე იყრება,
როგორც დაისის არაკი.
მაშინ დაუვლის გონებას
ველად ნაზარდი ქარები,
ვიგრძნობ დევგმირის ღონე მაქვს -
ძალა მაქვცს კალოს ხარების.
მე ყვავილ-ყვავილ მოვირბენ,
მწვანე კორდებზე მზის სხივებს,
ჩემთან თუ სტუმრად მოვიდნენ
თუ არ გაოცდნენ - ვიწყინებ.
ლაღ სმკაულად ლივლივებს
ჩეწმი სამშობლოს ფერები,
სევდაშიც შენით ვილხინებ,
სიმღერად დავიწერები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი