წყვდიადი


ახლა წყვდიადში წვიმაა,თქეში,
ეს წმინდა ჰაერი სიცოცხლეს მმატებს;
თავი მგონია უდაბურ ტყეში,
ვნახოთ,ლაბირინთი დღეს საით მმართებს.

ამა ცის ფერდობზე ჩანან ვარსკვლავნი,
ჰორიზონტზე კი გადაშლილა მთები;
ყოველთვის ვცდილობ მოვადუნო მკლავნი,
ვცდილობ,საბოლოოდ გავშალო ფრთები.

დღეს,რუტინულად,მოძმედ მთვარე მყავს,
მუსიკოსებად-სირინოზები;
ესრე ცხოვრება მე ყოველდღე მკლავს,
თუმცა მე მაინც არა ვნებდები.

დღეს მე ტკბილი ბაასი მაქვს მუზებთან,
მხოლოდ მათსა გაეგებათ პოეტის;
ახლა ვფიქრობ:მე რომ გავქრე უეცრად,
რა ემოციები იღვივებს თქვენში.

მაგრამ რომც გავქრე,თქვენ ვერ შეამჩნევთ,
დალალს დაფარავს თეთრი მანდილი;
ამ გულის ტკენას ვერვინ შემარჩენს,
მარად დავრჩები თქვენი აჩრდილი.

ძალზედ მალე ირიჟრაჟებს,
შენი ჟამია,აისო!
ეს მზე ისევ იკაშკაშებს
და თბილ სხივებს დააფენს.

მე კი ვიცი,რომ მალე გათენდება,
მაგრამ ჩემთვის წყვდიადი იქნება ისევ;
სიმთვრალის თავბრუს ხვევა გაგრძელდება,
თუნდაც ფხიზელმა გავუყვე ბილიკებს…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი