2 მაისი


მოსულა მაისიც,ვარდობის თვეა,
გიჟმაჟი სიო აწ არხევს ტირიფს;
ორი მაისია,ნათელი დღეა,
ბუნებაც უკვე აღარა სტირის.

სირინოზები სხვაგვარად გალობს,
ქედანი,მტრედი მოექცა ერთად;
დღეს სხვანაირი ამინდი ხარობს,
დღეს სხვანაირი დილა გათენდა!

ბაგეებს დასცდათ ვნებათა ღელვა,
ყმაწვილთა ტრფობის მოსულა ჟამი;
ყრმა ვაჟკაცების გრძნობათა ფრქვევა
და ქალიშვილთა ღაწვების ალი.

დღეს შემომიარა მე დაწუხებამ,
მელანქოლიაც შემომერია;
რა გზები იარა ამ მონატრებამ,
რომ მუზები არ გამოელია…

მაგრამ სევდა აღარ არს საგანი,
ფერები ვიცვალე,მე,ცისარტყელამ;
სხვანაირია ჩემი სავანე,
დღეს უცხო ფრთები გავშალე, პეპელამ.

აწ სხვანაირი იმედი მმართებს,
აწ სხვანაირად ვსაუბრობ ღმერთთან;
დღეს სხვანაირი ამინდი ხარობს,
დღეს სხვანაირი დილა გათენდა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი