სიმართლე
როს შენს თავთან იქნები მართალი, არ დაგჭირდება მაშ აღსარება; როს გამოჩნდება სინათლე მკრთალი, მაშ არ მოგიწევს ხსნა-განმარტება. მაშ არ მოგიწევს ხვეწნა-მუდარა, რომ მოგიტევონ შენი„ცოდვანი”; აღარ დაგჭირდება ცემა-მუქარა და ამის შემდეგ კითხვა ლოცვანის. სხვის მონათხრობში შენ ხარ ეშმაკი, მაგრამ ხომ იცი,რომ სიცრუეა; რად იგიჟებ თავს,რადა ხარ შმაგი, როცა სიმართლე შენ თან დაგყვება. მაშ ნუღარ სტირი და ნუღარ დარდობ, სინათლე შენსკენ დაეღვირება! ნუ დახრი თავს და ნუღარ ნაღვლობ, სამყარო შენკენ გადიხედება!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი