ყოველთ-დღიური #11


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.

-წარმოიდგინეთ რამდენად სარფიანია ! რამდენი ადამიანი კვდება ყოველდღე ? აროდეს არ ჩაგძირავს საბაზრო კონკურენცია, რადგან მომხმარებელი მუდმივია, ხალხი ყოველდღე კვდება, კარგი მყიდველები, მკვდარი მყიდველები არიან.

-ვერ გეტყვით ნოე, რომ 4 ფიცრის დამზადება მომგებიანი შეიძლება იყოს.

-მომგებიანია ,  ზედმეტადაც მომგებიანი, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი კვდება ყოველდღე, ანდა რაღათ გინდათ წარმოდგენა, უბრალოდ ფართოდ გახელილი თვალებით მიმოიხილეთ. მოკვდა ერთი, მოკვდა ორი, სამი , ოთხი, ხუთი, ექვსი და ვოალა ! ეგეც თქვენი 6  საცხედრე, მერედა ზოგნი განსაკუთრებული პატივისცემით კრძალავენ თავიანთ მკვდრებს,  საცხედრის ფასი მასალის ექვივალენტი იქნება, ბრწყინვალე ბიზნესია ! 

ნოე კროუფორდი აქ არის ?!

-საკმაოდ სარფიანია !  წავიკითხე კიდეც, ყოველივე გარკვეული და გამზადებული მაქვს, წერია ყოველ წამში ორი ადამიანი კვდებაო. ახლა მიეცით გასაქანი ვიზუალიზაციას. თუ საქმე ლოკალურიდან საერთაშორისო გახდება, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მომდევნო წამს 2 პოტენციური მომხმარებელი გვყავს. 

ნოე კროუფორდ , სერ...

-გენიალურია , აუცილებლად უნდა დავიწყო, სიზმარი ვნახე, ძალიან კარგი აზრია! 

ბატონო, ნოე...კროუფორდ

-მაპატიეთ, ვერ გავიგონე, მოგისმენთ.

-თქვენი შვილი,სერ... ადგილობრივ სროლას ემსხვერპლა, მოზიარენი ვართ...

-ესე იგი, დიახ... სად გავჩერდი... სად... გავჩ... ერთი მკვდარი, ორი... ჰო, ორი მკვდარი... სამი , ოთხი , ხუთი , ექვსი და ვოალა, შვ... შვიდი მკვდარი... ეგეც თქვენი  7 საცხედრე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი