კომბლე 2050


იყო და არა იყო რა,
ზღაპარია ძველი,
ბავშვებისთვის მოიგონეს,
ისტორია გრძელი.

სახელად კომბლე დაარქვეს
მარჯვე ჰქონდა ხელი,
მაგრად არ ევასებოდა,
ტყეში რუხი მგელი.

ეზოში ორი ხე ედგა
ალუჩა და ბალი,
ორივესგან გამოთალა
ლამაზი კომბალი,

ადგილი ვერ მიუჩინა,
შეინახა ჭერში,
ერთი ტყავში გაახვია,
მეორე ნაჭერში.

კომბლეს ორი ცხვარი ყავდა
მელოტი და რქიანი,
ორივე ინტელიგენტი საკმარისად ჭკვიანი,
ფეხბურთსაც კი თამაშობდნენ,
წვიმაში თუ ქარში,
ერთი ნახევარ დაცვაა
მეორე დგას კარში. 
თამაშით რომ იღლებოდნენ
 ბრუნდებოდნენ სახში
ისტორიაზე ბაზრობდნენ ორივენი გზაში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი