საკანი აივანზე


მე ვარ ემოციების გალია,
წამით ვმშვიდდები,
და ჩემი ყველა მტრედი - ცაშია,
სხვის თვალთან, 
რომ ვერ აღწევს,
თუმცა, ისკარიოტელივით,
ყველასთან რომ გამცა,
ჩემი დარდია.
...
...(დაისი გულის ფიცარზე მაწევს,
ჩემი ემოციების
დამტვრეული ფრთების
საცოდავი მოძრაობის ხმა,
ვერცერთ ღრუბლამდე აღწევს)...
 
***

მე ვარ ემოციების გალია...
ჩემმა სევდამ, პატარა კლანჭებით,
სხვისი ქაღალდის
ცა გახია.


2 მაისი, 2024წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი